იურიდიული კომპანია ,,GLG” (ქართული სამართლის ჯგუფი) გთავაზობთ მაღალი დონის იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს კერძო, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის ფინანსური ნაწილის მიმართულებით.
ჩვენი კომპანიის მიზანია მაქსიმალური სტანდარტის დაცვა ნებისმიერი სახის იურიდიული სერვისის გაწევისას, იქნება ეს სამართლებრივი კონსულტაცია, თუ წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში.
ადმინისტრაციულ ორგანოებსა და უდიდეს ქართულ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტები მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნიან ჩვენს ფირმას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, მიწებთან დაკავშირებული დავები, დაზღვევის, სამედიცინო, საგადასახადო, სახელშეკრულებო, სისხლის სამართლის ფინანსური ნაწილი და საკორპორაციო სამართალი.
კომპანიის იურისტების მრავალწლიანი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე შევამციროთ გასაწევი მომსახურების დრო და ხარჯები. ამასთან, კომპანიის განსაკუთრებულად გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეული კლიენტის მიმართ, უზრუნველყოფს ურთიერთობების უმაღლეს სტანდარტს, რასაც უდიდეს ყურადღებას აქცევს ჩვენი ფირმა.
კლიენტთა მომსახურებისას ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე, გამოირჩევა პრაქტიკულობით, პროფესიონალიზმითა და მაღალი დონის იურიდიული ეტიკეტით.