(+995 591) 00 44 88
·
info@glg.com.ge
·
ორშ - პარ 10:00-18:00

GLG

ქართული სამართლის ჯგუფი


⚜️რა განსხვავებაა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის❓
📌ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის ცნება ჯერ კიდევ რომის სამართალში გახდა აქტუალური. ეკონომიკური აქტივობების განვითარებამ იმთავითვე წარმოშვა საჭიროება, რომ პირთა გაერთიანებები ცალკე სუბიექტებად ყოფილიყვნენ.🧐
📌მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკური პირი ყოველთვის არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და შევიდეს სამართლებრივ ურთიეთობაში სხვა სუბიექტთან, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირთან.🤵
📌იურიდიული პირი კი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.🧰
📌იურიდიული პირის არსებობისათვის ქართული კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელია მისი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია, რის შემდეგაც მას ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი და სახელი, რაც მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაა.✅
📌განსხვავებით ფიზკური პირისგან, იურიდიულ პირი დამოუკიდებლად ვერ გამოდის სამართლებრივ ურთიერთობაში, მას აუცილებლად სჭირდება წარმომადგენელი, რომელიც მისი სახელით დადებს გარიგებას და შევა ამა თუ იმ სახის ურთიერთობაში. ამ უკანასკნელის წარმომადგენელი ხშირ შემთხვევაში არის დირექტორი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონდე მინდობილი პირი.🤝
📌იმისათვის რომ ფიზიკური და იურიდიული პირები დაცული იყვნენ ყველა იმ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც მათ შეიძლება შეექმნათ თავიანთი საქმიანობის მანძილზე, საჭიროა გამოცდილი და კვალიფიციური იურისტის ჩართვა ნებისმიერი სახის სამართლებრივი პრობლემის წარმოშობისთანავე, რათა მოხდეს წინასწარი პრევენცია ნებისმიერი სამომავლო თუ მიმდინარე პრობლებთან დაკავშირებით.⚖️

☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
www.glg.com.ge