📣რას გულისხმობს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება❓
📍სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებას საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ყოფით ურთიერთობებში, იგი ძირითადად იდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩენი არის შრომის უუნარო და საჭიროებს მოვლას ჯანმრთელობის დგომარეობის გამო. 👵👴
📍სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადებისას მარჩენალი უხდის სარჩენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარჩოს, ხოლო სარჩენი ამის სანაცვლოდ მარჩენალს გადასცემს ქონებას.🏠🧰
📍საინტერესოა ის გარემოება, რომ სარჩო შესაძლოა იყოს როგორც ფულადი თანხა, ასევე ბინით უზრუნველყოფა ან მოვლა და სხვა აუცილებელი დახმარების გაწევა.🤝
📍აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუკი მარჩენალის გარდაცვალებამ დაასწრო სარჩენს, მისი რჩენა უნდა გააგრძელონ მარჩენალის მემკვიდრეებმა, რომლებიც იღებენ სამკვიდროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება. ‼️
📍ამ ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იგი აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო თუ საქმე გვაქვს უძრავ ქონებასთან მაშინ ნოტარიულად გაფორმებსაც საჭიროებს.✍️
📍ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება გახდეს სადავო, თუ ხელშეკრულების დადებისათვის, მარჩენალის მიმართ სხვა პირებს უკვე აქვთ სარჩოს მოთხოვნის უფლება (მაგალითად შვილებს).👩👧👧
📍გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება დამყარებულია მარჩენალსა და სარჩენს შორის პირად ურთიერთობაზე. 🙋♀️💁♂️
📍აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას სარჩენს გადაცემული უძრავი ქონება უბრუნდება უკან, ხოლო მარჩენალს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ⚖️💵
☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
www.glg.com.ge