(+995 591) 00 44 88
·
info@glg.com.ge
·
ორშ - პარ 10:00-18:00

GLG

ქართული სამართლის ჯგუფი


რა არის მორალური ზიანი ❓
🔎 საინტერესოა, რომ ქართული სამართალი, გარდა ქონებრივი ზიანისა, ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც;
📌 მორალური ზიანი, როგორც წესი, გამოიხატება დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვაში, რაც მან განიცადა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო;
📍 თუმცა, საინტერესოა, რომ სამოქალაქო კოდექსი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში:

1️⃣ ზიანი გამოწვეულია პირის ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობების გავრცელების გამო;
2️⃣ ზიანი გამოწვეულია პირის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.
📝 მორალური ზიანის არსებობას, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრას (რაც უნდა გამოიხატებოდეს ფულადი სახით) ცხადია სჭირდება სათანადო მტკიცება, საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს, კვალიფიციურ იურისტთან კონსულტაციის გავლაა💯

☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
www.glg.com.ge