📣რას გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრება❓
📌ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს.📱🎨🎻
📌აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც ასახულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი.🙆♂️👓
📌მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.💵
📌აუცილებელია იმის ცოდნა, რომ პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. 📝
📌საქართველო არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი, რომელიც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და განვითარებას.🤝🔎
📌თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ იურისტს საკუთარი უფლებების დასაცავად.💼👨⚖️
☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
www.glg.com.ge