რა არის მინდობილობა❓
📣მინდობილობა არის დოკუმენტი, რომელიც მესამე პირს უფლებას აძლევს შეასრულოს გარკვეული დავალებები.
📍იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირი, რომელსაც ვენდობით, შეგვიძლია მას მივანდოთ ჩვენი საქმეების განხორციელების შესაძლებლობა, ანუ გავუფორმოთ მინდობილობა.
📍იურიდიული ბუნების თვალსაზრისით მინდობილობა გადის დავალების ხელშეკრულების კატეგორიაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იგი ითვლება ცალმხრივ დოკუმენტად და მას მხოლოდ მინმდობი აწერს ხელს.
რა უფლების განხორციელება შეგვიძლია მინდობილობით🧐❓
📍ყველაზე გავრცელებული უფლებები, რომელსაც გადასცემენ მინდობილობით არის შემდეგი: სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება, გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერის, ბინის ყიდვის/გაყიდვის უფლება, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში მიმართვის უფლება და სხვა.
📍აღსანიშნავია, რომ გამოყოფენ გენერალურ მინდობილობას, რომლის ძირითადი განსხვავება მინდობილობისგან იქიდან გამომდინარეობს, რომ მინმდობი მინდობილს აძლევს უფლებას გაასხვისოს თავისი ქონება🏠 სხვა პირზე მინდობილობის საფუძველზე.
📍აგრეთვე აღსანიშნავია დამკვიდრებული ტერმინი რწმუნებულება, რომელსაც რეალურად იგივე სამართლებრივი შინაარსი აქვს, თუმცა როგორეც წესი გამოიყენებენ სასამართლო ან სხვა უწყებრივი წარმომადგენლობისას.⚖️🧰
📍აღსანიშნავია, რომ არსებობს ისეთი სახის უფლებები, რომლის მინდობილობის საფუძველზე გადაცემას კრძალავს კანონოთ, მაგალითად ცოლის მოყვანა მინდობილობით.👩
📍აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამკვიდრდა მინდობილობის დისტანციურად გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ასეთის გაცემა აკრძალულია გენერალური მინდობილობის მიმართ.
☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
〰️ www.glg.com.ge