(+995 591) 00 44 88
·
info@glg.com.ge
·
ორშ - პარ 10:00-18:00

GLG

ქართული სამართლის ჯგუფი


იურიდიული კომპანია ,,ქართული სამართლის ჯგუფი“ glg.com.ge შეუერთდა თბილისის საკრებულოს მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც ითვალისწინებს კორნონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების გადაცემას.
ხსენებული კამპანიის ფარგლებში, ქართული სამართლის ჯგუფმა 100 სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთ ტონამდე სასურსათო და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტი გადასცა.
პანდემიის პერიოდში ,,ქართული სამართლის ჯგუფი“ ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და საადვოკატო და იურიდიულ სერვისს სრულად დისტანციური რეჟიმით ახორციელებს.
ჩვენი სურვილია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ყოფა იმ ადამიანებს ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, შესაბამისად მოვუწოდებთ სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც, რომ შემოუერთდნენ ხსენებულ საქველმოქმედო აქციას, რათა ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება.