(+995 591) 00 44 88
·
info@glg.com.ge
·
ორშ - პარ 10:00-18:00

GLG

ქართული სამართლის ჯგუფი


📣 COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, გამოიკვეთა საფრთხე, რაც გულისხმობს კომპანიების მიერ დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას ფინანსური კრიზისისი მიზეზით.⚖️
🔊როგორ შეიძლება დაიცვას თავი დასაქმებულმა🧰, რათა ის არ გაათავისუფლონ სამსახურიდან ფინანსური კრიზისის საფუძვლით, რეალური დასაბუთების გარეშე❓
🎯საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ შეტყობინების მიღების შემდგომ, 3️⃣0️⃣ დღის ვადაში, მოითხოვოს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძლის წერილობითი დასაბუთება, ხოლო დამსაქმებელმა 7️⃣ დღის ვადაში უნდა დაასაბუთოს კონკრეტული დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.📄
⭐️დასაბუთებაში აუცილებელია დამსაქმებელმა ზედმიწევნით განმარტოს:
📌 ფინანსური კრიზისით გამოწვეული მდგომარეობა რამდენად არსებითი, რეალური და გადაულახავია, ასევე რამდენად აუცილებელი იყო შტატების შემცირება კონკრეტული ოდენობით;
📌 ჰქონდა თუ არა კომპანიას შემუშავებული კონკრეტული აქტი იმ კრიტერიუმებისა, რითაც მოხდებოდა თანამშრომელთა გათავისუფლება, ასევე ჰქონდათ თუ არა ამ კრიტერიუმების გაცნობის საშუალება თავად დასაქმებულებს წინასწარ, გონივრული ვადით ადრე;
📌 შრომის კოდექსით დადგენილი წესით გააფრთხილა თუ არა დამსაქმებელმა დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მიეცა თუ არა დასაქმებულს სათანადო კომპენსაცია.

🔊 აღსანიშნავია, თუ დამსაქმებელი ზემოხსენებულ ვადაში არ დაასაბუთებს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველს, სასამართლოში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი დაეკისრება დამსაქმებელს. ⚖️
👨‍⚖️საბოლოოდ, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, დამსაქმებელი ვალდებული იქნება👨‍🎓 :
🔴 პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს დასაქმებული.
ან 🔴 უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი.
ან 🔴 გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

☎️ 2 30 57 20
📧 advocats.ge@gmail.com
web: glg.com.ge